"რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არისო ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმრის, რეზო კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ჯგუფ "დაიტოვეში" პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმროდან დაურეკა და უთხრა, რომ ასევე რეჟიმის პატიმარი, ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდად არის და კლინიკაში არ გადაჰყავთ. 

"11:15 საათზე, 2025 წლის 7 თებერვალს, რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არისო ძალიან ცუდად ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო (ვეფხიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა)," - წერს ავსაჯანიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი