რეჟიმის პატიმარი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

ამის შესახებ "ნეტგაზეთს" კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ვეფხია კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე დღეს დააბრუნეს საკანში. კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები კასრაძე კლინიკა "ვივამედში" მოინახულებენ.

პროევროპული აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე

  • "რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არისო ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო" | ადვოკატი
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი