მზია ამაღლობელი კლინიკა ვივა მედში ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა. როგორც გამოსვლის შემდეგ მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა, მწარიაშვილის თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით ვითარებას შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები შეაფასებენ:
"ადამიანი წევს, მისი სიცოცხლე რომ შენარჩუნებულ იქნას ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად. პროცესი დანიშნულია 4 მარტს...მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ, ცხადია ბოლოს როდესაც ვანახე და ახლა როცა ვნახე უფრო სუსტად არის და ეს გადასხმები ემსახურება, რომ შენარჩუნებულ იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება, პროცესზე თავად იყოს წარმოდგენილი " განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი მზია ამაღლობელს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი უფრო დეტალურად, რა მდგომარეობაშია ამაღლობელი შიმშილობის 27-ე დღეს.