"რადიო თავისუფლება" აქვეყნებს სტატიას, სადაც მოთხრობილია იმ ქალების ისტორიები, რომლებიც რეჟიმის საპოლიციო ძალების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნეები გახდნენ.
ირკვევა, რომ ქალებს ე.წ. სამართალდამცველები ამორალური ფრაზებით, განსაკუთრებული სიძულვილის ენითა და მუქარით მიმართავენ.
„*ლეს მოწოვ?
აქ 100 ლარს რომ იღებ, წამოდი და 101 ლარად მე მოგ**ნავ. ყველა დირკაში გიხმარ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიტყვებისა, რასაც გზადაგზა მეუბნებოდნენ ეს მანიაკები.
მერე მოგვცვივდნენ, ხელს გვკრავდნენ, გვაგინებდნენ.
ვერ მოვითმინე და მხოლოდ ორი სიტყვა - არ გრცხვენიათ-თქო? - მივაძახე და ერთმა არაკაცმა მუშტი დამარტყა სახეში, ტუჩიდან სისხლი წამომივიდა და ის არაადამიანი მეუბნება, რომ მოგტ**ავ, მუ***იდანაც მასე წამოგივა სისხლიო”, - ესეც 2 თებერვალს მომხდარი ამბავია, რომელსაც ფეისბუკზე მოჰყვა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, სალომე კამლაძე....
„რა გეგონა, აქ რომ მოდიოდი, გადარჩებოდი? პოლიციის მანქანაში წაგიყვანთ, მუხლებზე დაგაყენებთ და შენს პირში მოგცემთ, შე ბოზო, შეგვიძლია შენს პირში ჩაგა*ვათ”, - ასე ემუქრებოდნენ ნიღბიანი პოლიციელები 26 წლის ქალს. იგი რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით მოუყვა თავის ისტორიას, რომელიც 28 ნოემბრის ღამეს შეემთხვა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე. იმ დღეს თბილისის ქუჩებში სპონტანურად გამოვიდა უჩვეულოდ ბევრი გაბრაზებული ადამიანი...
„ტ*აკში გაგიკეთებთ დუბინკას, თქვენ ევროპაში ხომ მოწონთ ტ*აკში სექსი“, - ამ ფრაზის სხვადასხვა ვარიაციას ახსენებენ დემონსტრანტები, რომლებმაც დაკავების, ცემისა და დამცირების გამოცდილება გამოიარეს..." წერს "რადიო თავისუფლება".