ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოლიგარქის პარტიის დრაკონულ კანონებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით "ქართული ოცნება" ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს.
საიას შფასებით, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა.
"ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი, პატიმრობაშია და ელოდება სისხლის სამართლის წესით გასამართლებას. ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის ქცეული – კრიტიკული ხმა დასჯადია, სასამართლო კი, აქციის მონაწილების დასჯის ინსტრუმენტადაა ქცეული.
2023 წლიდან დღემდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება 1 600-ზე მეტ პირს შეეხო. სასამართლო მათ წინააღმდეგ, როგორც წესი, იყენებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას.
დეკემბერსა და თებერვალში კანონმდებლობაში დაჩქარებულ ვადებში შეტანილი ცვლილებების შედეგად:
გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა – 15 დღიდან 60 დღემდე.
– გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, რიგ შემთხვევაში – გაათმაგდა. ამ დროისთვის დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს. სისხლის სამართლის საქმის ბრალდება წარედგინა 60-ზე მეტ პირს", - წერია განცხადებაში.