პარასკევის ტრადიციული მარში | რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრების მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარასკევის ტრადიციული თავისუფლების მარში - აბსურდული ბრალდებით და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები, მხარდაჭერები და რიგითი მოქალაქეები პოლიტპატიმრების სოლიდარობის ნიშნად და მათი გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობას მართავენ. რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასთან ერთად უცვლელი რჩება პროტესტის ასევე მთავარი მოთხოვნა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება.

დღეს უწყვეტი პროტესტის 72-ე დღეა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი