უწყვეტი პროტესტის 72-ე დღე | რუსთაველის გამზირზე გზა ისევ გადაიკეტა

გამოქვეყნდა:

პროევროპული, უწყვეტი პროტესტის 72-ე დღე - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა ისევ გადაკეტეს.

ყოველდღიურ აქციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პოლიტპატიმრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი