უნივერსიტეტებთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა. თსუ-სთან, სეუ-სთან და თეატრალურთან საპატრულო პოლიციისა და დაკავების მანქანები დგას.
სამივე უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტებს უწყვეტი პროტესტი აქვთ გამოცხადებული და ფოიეებში ღამეებს ათევენ. ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
ცნობისთვის, "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონი, მათივე დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაში გუშინ შევიდა. ცვლილებების ფარგლებში: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება იკრძალება.