მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო ოლიგარქის შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

გამოქვეყნდა:

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, აქციის 9 მონაწილეს ოლიგარქის შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა:

  • გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  • ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
  • ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
  • ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
  • ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
  • მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
  • ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
  • გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
  • ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.

სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა. შეკრების მონაწილეთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაიცავენ.

მთავარი შაბათს | 08.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი