საავადმყოფოებში გადაყვანილ აქციის მონაწილეებს ექიმები არ უწერენ რომ, საპოლიციო ძალებმა სცემეს | რა გამოცდილება აქვთ მოქალაქეებს?

გამოქვეყნდა:

პროევროპულ აქციებზე უკვე ტენდენციად იქცა პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა, ცემა და ფიზიკური შეურაცხყოფა.  მეტიც ბრუტალური მეთოდებით გასწორება, შეგნებულად სახის ძვლების დალეწვა და პირადი ნივთების მოპარვა. ეს რეჟიმის სისასტიკის ნაწილია და პოლიციელს ამისთვის არავინ სჯის; პირიქით ოლიგარქის მსახურები ახალისებენ, რასაც ემატება რეჟიმის დაცვისთვის ექიმების გაუგონარი ქმედება. უკვე ტენდენციად იქცა, რომ საავადმყოფოებში გადაყვანილ სასტიკად ნაცემ აქციის მონაწილეებს, ექიმები არ უწერენ რომ ისინი სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა სცემეს. კლინიკაში გადაყვანილმა პაციენტმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. თუ ნაცემი აქციის მონაწილე ექიმს უყვება, რომ მას პოლიციელი უმძიმესი მეთოდებით გაუსწორდა, კლინიკა ვალდებულია ეს ყველაფერი ამბულატორიულ ბარათსა და ფორმა 100-ში ასახოს.

რა გამოცდილება აქვთ  საავადმყოფოებში გადაყვანილ პროევროპული აქციის მონაწილეებს ნანუკა მაღლაკელიძის სიუჟეტი.

მთავარი შაბათს | 08.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი