დიდუბეში მდებარე საცხობში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.