
ზამირ კვეკვესკირის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, როგორ უდგება სახელმწიფო და საზოგადოება იძულებით გადაადგილებულ იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომების გამო მოუწიათ.
ამ დრომდე, 52 000 ოჯახი კვლავაც ელის განსახლებას, ანუ საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრას. აქედან 500 ოჯახი კი ცხოვრობს ისეთ ამორტიზებულ შენობაში, სადაც ადამიანის ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ასევე, 32 წლის შემდეგაც კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ ადამიანების ეკონომიკური სოციალიზაციისთვის და მეტ წილად მათ გარიყულებს ტოვებს.
ავტორი: ბექა ყორშია