"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ვაკე-საბურთალოს გაზმომარაგება შეუწყდა

გამოქვეყნდა:

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს. გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.

"ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო." - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი