მაღალი ფასები; უმუშევრობა; ემიგრაცია | 3 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ISSA-ს კვლევით

გამოქვეყნდა:

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა  უმრავლესობა 46,5% - ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს; 42,1% - უმუშევრობას; 21,0% - ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 46,5% - მაღალი ფასები
  • 42,1% - უმუშევრობა
  • 21,0% - ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
  • 18,0% - ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
  • 16,4% - სიღარიბე
  • 15,5% - უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
  • 15,4% - კრიმინალი და დაუცველობა
  • 13,0% - დაბალი ხელფასები
  • 12,0% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
  • 12,9% - დაბალი პენსიები
  • 11,6% - ზოგადი განათლების ხარისხი
  • 8,3% - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
  • 7,3% - უმაღლესი განათლების ხარისხი
  • 6,8% - სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • 6,5% - ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
  • 6,3% - რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
  • 4,0% - დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
  • 3,8% - ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
  • 3,7% - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
  • 2,3% - სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
  • 2,7% - სხვა
  • 0,3% - ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
  • 0,1% - მიჭირს პასუხის გაცემა
  • 0,4% - უარი პასუხზე

კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი