მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს | ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც ამაღლობელს მოსალოდნელი გართულებების შესახებ აუხსნეს, მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და კლინიკაში დარჩენას დათანხმდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად შიმშილის ეფექტს ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ იქნა ნანახი, შემდეგ ჩვენთან შეხვედრა მოხდა და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარია იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს ახასიათებს. დღეს დილიდან, მკურნალ ექიმთან ერთად ეს ყველაფერი გავიარეთ, საკონტროლო კვლევები შესრულდა, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ამ შედეგების შედეგად, პაციენტს კიდევ შევხვდით, მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში." განუცხადა ჟურნალისტებს ჩხაიძემ. 

მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი