"საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ, მიაღწიონ აღიარებას, მოვუწოდებ ჩემს შვილს და ყველა პოლიტპატიმარს, იყავით მხნედ, თქვენთან არის სიმართლე" | ზურაბ ცეცხლაძე

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები პოლიტიკური პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბინძური მეთოდებით ცდილობს პატიმრებზე ზემოქმედებას და აღიარებითი ჩვენების მიღებას. ამასთან დაკავშირებით პატიმრების ოჯახის წევრებმა მედიასთან განცხადებები რუსთაველზე გააკეთეს და მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადებს ოჯახის დაპატიმრებულ წევრებს.

"პოლიტიკური პატიმრების და რეჟიმის ტყვეების  ოჯახის წევრები ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა, იმ მიმართულებით რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ დანაშაულში, მიაღწიონ აღიარებას და დაუშვან პრეცედენტი, რომ ერთი მაინც აღიარებს. ეს პროცესი სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი იმართლონ  საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და აჩვენონ რომ ესენი არ არიან პოლიტპატიმრები. 

ცდილობენ რომ აღიარებითი ჩვენებით მიაღწიონ ამ ახალგაზრდების კრიმინალიზაციას. ეს არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. არსებობდა გენერალური პროკურორი რუდენკო, რომელიც აღიარებას მიიჩნევდა მართლმსაჯულების მთავარ ფაქტორად. საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით უნდათ გაასამართლონ ეს ბიჭები. მოვუწოდებ ჩემს შვილს და ყველა პოლიტპატიმარს, იყავით მხნედ და მედგრად, ბევრი არაა დარჩენილი, თქვენთან არის სიმართლე, ღმერთი, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა, თქვენთან არის საერთაშორისო საზოგადოება, თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენ წელში გამართული გამართლებულები გამოხვალთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებს სამშობლოს გასაბრწყინებლად. " - განაცხადა პოლიტპატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი