ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს, ადგილზე ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პროევროპული, უწყვეტი პროტესტის 75-ე დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს - გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 2 ადამიანი. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ადგილზე არიან ოლიგარქის სპეცრაზმელებიც. 

ყოველდღიურ აქციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პოლიტპატიმრები.

ადგილზე მოქალაქეები სკანდირებენ: "ცეცხლი ოლიგარქის!", "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!", "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!", "დამხობა რეჟმს, თავისუფლება ტყვეებს!", "ხალხი ითხოვს სამართალს!" და სხვა.

მომიტინგეებს მოტანილი აქვთ საყვირები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი