"ეს არაა მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის" | მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

გამოქვეყნდა:

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საერთაშორისო ვებპლატფორმაზე (Change.org) პეტიცია შეიქმნა. პეტიცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

"ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სამყარო არ უნდა გაჩუმდეს", - წერია პეტიციაში.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა "ვივა მედში"  გასულ კვირას გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამაღლობელი ამ დრომდე სტაციონარულ დაკვირვებას საჭიროებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი