რეჟიმის ტყვეობის 1 თვე | მზია ამაღლობელი 31-ე დღეა შიმშილობს

გამოქვეყნდა:

1 თვე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან და შიმშილობის დაწყებიდან - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 31-ე დღეა შიმშილობს.

ის  11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს კი წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები. 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება. 

  • 26-ე დღეა შიმშილობს ბათუმელი მედროშე, დაკავებული თემურ ქათამაძე
  • მე-8 დღეა შიმშილობა განაახლა რეჟიმის კიდევ ერთმა პატიმარმა, 20 წლის სტუდენტმა  ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი