ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. 
მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელები სამნი იყვნენ და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ. გაბიტაშვილს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა ის ძაღლს ასეირნებდა. შემთხვევა სავარაუდოდ დააფიქსირა იქვე მდებარე სავაჭრო ობიექტის ვიდეოსათვალთვალო კამერებმა.

შეგახსენებთ, გაბიტაშვილს 13 იანვარს, აბუ დაბიში ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა ფიზიკურად გაუსწორდნენ. იქამდე კი წინა დღეს, გაბიტაშვილმა  ოლიგარქის ე.წ. დეპუტატებს შეახსენა, რასაც წარმოადგენდნენ. ამის შემდეგ სანიკიძემ, ზარქუამ და მათთან ერთად მყოფმა რეჟიმის მსახურებმა მოქალაქეზე თავდასხმა სავარაუდოდ დაგეგმეს და სასტუმროს სასადილოში გაუსწორდნენ.  
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი