გასულ ღამეს, რუსთაველზე გზის გადაკეტვისას 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისას 4 პირი დააკავეს, საიდანაც ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ხელწერილით გაათავისუფლეს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც პარლამენტის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს და კიდევ ერთი ადამიანი. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი. 

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

პროტესტის 75-ე ღამეს, რეჟიმის პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი