თბილისის გარკვეულ ქუჩებს დღეს წყალი შეუწყდება | სია და აღდგენის დრო

გამოქვეყნდა:

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში VI კვარტალი N22ა-თან, ტექნიკური სამუშაოები ტარდება, რის გამოც დღეს, 23:00 საათიდან 13 თებერვლის  დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის  რაიონში: დიღმის მასივი VI კვარტალი N3;4;5;6;7;8;9;10;11;12;13;14;15;16;22;23 კორპუსები. 

კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, სამგორის რაიონში, ც.ამირეჯიბის ქუჩაზეც - რის გამოც, დღეს 10:00 საათიდან 13 თებერვლის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის  რაიონში: სადგური ველის დასახლებას, 360-ე კმ დასახლებას, სოფლებს: ყარაჯალარს, აგთაკლიას, ყარატაკლიას, გამარჯვებას, გამარჯვება პირველს, ფოლადაანთკარს და გაჩიანს. 

გარდა ამისა, სამუშაოების გამო, შეზღუდვები იქნება საბურთალოს რაიონშიც. კერძოდ, ფარჯიანის ქ. N5-თან ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ფარჯიანის და თოფურიძის ქუჩებს შესახვევებით ჩიხებით, ვაშლიჯვრის მე-5 ზონა

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი