რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, ჯავახიშვილი იძულებული გახდა 8 დღის წინ განახლებული შიმშილობა შეეწყვიტა:
"შიმშილობა გამოაცხადა სოლიდარობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. გონების კარგვის ეპიზოდი ციხეშიც დაემართა და უშუალოდ მე, როდესაც მას ვესაუბრებოდი, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ფეხზე წამოდგომა რომ სჭირდებოდა, რომ შეხვედრების ოთახიდან გასულიყო, ჩემი დახმარება სჭირდებოდა. არანაირ კვლევებს არ უტარებენ, ასევე ვითხოვთ გამოძიება დაიწყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, რადგან ადგილი ჰქონდა ჩვენების იძულებას" ამბობს ადვოკატი "მთავარ არხთან"
საუბარია შემთხვევაზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ადვოკატი დავით მდინარაძე მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ოჯახთან შეუთანხმებლად შევიდა და მას "დანაშაულის" აღიარებასა და რეჟიმის სხვა ტყვეებისთვის ხელის დადებას "ურჩევდა".