"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, ხოლო საბურთალოზე ამ დროისთვის 65% ჩართულია.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვლიდან ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000-მდე აბონენტს შეწყვეტილი ჰქონდა.