"მტკიცებულება არ არსებობს, რომ დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა“ | კალაძე „თბილისი ენერჯიზე“

გამოქვეყნდა:

„ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა „თბილისი ენერჯის“ ქსელში მომხდარი დაზიანების საკითხზე განაცხადა. 

მისი თქმით, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.

„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ." თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, "თბილისი ენერჯიმ" ვაკე -საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად, პირველ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ "500 მმ იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი