"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით მზია ამაღლობელს აქვს ყველა დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას სდევს თან:
"ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ეს არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და ყოველი დღე გაგრძელებული შიმშილობის დაკავშირებულია შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ცილების წვა, რაც იწვევს პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს.
მას აქვს ყველა დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას. არ არის მისთვის მარტივი, თუმცა ცდილობს იყოს უფრო აქტიური და იმოძრაოს" აღნიშნა ჟურნალისტებთან ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს.