"რუსეთის მარიონეტები საქართველოში არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ - კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია. ხალხი, რომელიც მოსაზრებებს გამოთქვამს, არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით" | ლექსმანი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რომელზეც დებატები გასულ კვირას გაიმართა. ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით და დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. საქართველო არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდემოკრატიულ, პროევროპულ პოზიციას, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი, რუსეთის მარიონეტები კი იქ არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ. აღმაშფოთებელია, რომ აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოხატავენ საკუთარ აზრს და ისჯებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ იმდენი ხანი ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, მაგრამ ის უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი არჩევნები ჩატარდება და კრემლის მარიონეტები მასში ჩარევას ვერ მოახერხებენ. ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც არჩეული იქნება, პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს, არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით".

- განაცხადა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი