"ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია, გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ სიმართლისმოყვარე ჟურნალისტებს" | სადიგოვი ამაღლობელს

გამოქვეყნდა:

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც 4 თვეზე მეტია შიმშილობს, ექსტრადიციის რისკის წინაშე დგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. 2 თებერვლიდან სადიგოვმა აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა. 

„მედიაჩეკერმა“ სადიგოვს რამდენიმე კითხვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაუგზავნა, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართველ კოლეგას მიმართავს:

"ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია. მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით. 

გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს! 

დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ. მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია“. ნათქვამია სადიგოვის მიმართვაში. 

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი