"ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ" | მუხთარლი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისისან 2017 წელს გაიტაცეს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

"მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ", - წერს მუხთარლი სოციალურ ქსელში.

მზია ამაღლობელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი