"ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა!" | კოლეგების წერილი მზია ამაღლობელს

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა!" - "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს, რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელს კოლეგები წერილს უგზავნიან

"ძვირფასო მზია,

ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!

მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო! 

ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ  ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება! 

გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!", - წერია წერილში. 

წერილს კლინიკა "ვივამედში" მზია ამაღლობელს დღეს მიუტანენ. წერილს ხელს მისი 150-კოლეგა აწერს. 

მზია ამაღლობელი 33-ე დღეა შიმშილობს, ის პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივამედში" 4 თებერვალს გადაიყვანეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი