ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, "ოცნების" არ აღიარება და ახალი არჩევნები | ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 

რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და "ქართულ ოცნებას" ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ.

რეზოლუციის ტექსტში, ისინი ოლიგარქის პარტიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, ხაზგასმულია, რომ "საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება".

გარდა ამისა, ერთობლივ რეზოლუციაში, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად და პრეზიდენტად არის მოხსენიებული. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით - ასევე ისმის მოწოდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები.

ერთობლივ დოკუმენტში, საუბარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაზე. ასევე მიიჩნევენ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს, პროპაგანდისტული მედიების ხელმძღვანელებსა და ოლიგარქის პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს.

რეზოლუციის ტექსტში ასევე მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის რეჟიმის ტყვის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება. 

რეზოლუციის ტექსტი იხილეთ აქ

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი