"რეზოლუციაში გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ქვეყანა გზაჯვარედინზეა და ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს" | ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"რეზოლუციაში ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში არსებული სიტუაციის გამო. საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს, რომ გაიკვალონ გზა ევროპისკენ, რაც მათი დიდი უმრავლესობის სურვილია. საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ახლა, სამწუხაროდ, ბოლო არჩევნების გამო და იმის გამოც, რომ მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა, ქვეყანა გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციიდან, რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ".

- განაცხადა ევროპარლამენტარმა, ნიკოლას პასკალ დე ლა პარტემ "მთავარ არხთან" საუბარში.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი