"კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ" | ოლიგარქიულმა რეჟიმმა პაატა ბურჭულაძეც დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პოლიციამ პაატა ბურჭულაძე დააჯარიმა.  მსოფლიო ბანს საკუთარ დაბადების დღეზე პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე გზის უკანონო გადაკეტვედავებიან. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან. კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!" - წერს პაატა ბურჭულაძე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოყო. 12 თებერვალს  კი ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო მსვლელობა გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი