"ტრაგიკომედიაა... ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის პოლიციის მიერ პაატა ბურჭულაძის დაჯარიმებას ეხმაურება. მსოფლიო ბანს 12 თებერვალს  პარლამენტის მიმდებარედ გზის გადაკეტვას ედავებიან. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოყო. 12 თებერვალს  კი ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.

"ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი