
რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას უერთდებიან ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები.
ხვალ, საღამოს 6 საათზე, ევროპის მოედანზე ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები მთავარი გზავნილებით მივლენ. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება ის მოთხოვნებია, რომლებსაც მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები, აქტორები მასშტაბურ დემონსტრაციაზე გააჟღერებენ.
"ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისათვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ. სხვა გზა არ არსებობს, ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა“ - განაცხადა პაატა შამუგიამ.
15 თებერვალს, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს - მოქალაქეები ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, 18 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.