"ბერლინალეზე" საქართველოს კინოცენტრს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს | ვინ არიან სიაში

გამოქვეყნდა:

ბერლინის 76- საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით "პუბლიკა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით იქნება "იმედის" ყოფილი წამყვანი და 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" პარტიული სიის 115- ნომერი, გურამ ნიკოლაშვილი; ასევერუსული კანონის მხარდამჭერი, "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ბექა დავითულიანი. ცნობისთვის, კინოცენტრს მეორე წელია დირექტორი არ ჰყავს და მის მოვალეობას კობა ხუბუნაიას შემდეგ, ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი ასრულებს.

დელეგაციის წევრი წელსაც არის სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი და კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია. გასული წლის მსგავსად წელსაც სიაშია რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე და ხათუნა ხუნდაძე

  1. ბექა დავითულიანიკინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კულტურის მინისტრის მოადგილე
  2. ბაჩო ოდიშარიაკინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  3. გურამ ნიკოლაშვილირეჟისორი
  4. მამუკა ბლიაძეფინანსისტი
  5. ხათუნა ხუნდაძესააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
  6. გიორგი ჭუმბურიძერეჟისორი
  7. ლიკა ჯალაღონიაკინოექსპორტის სპეციალისტი
  8. ლაშა ხალვაშიპროდიუსერი
  9. გიგა ჯანყარაშვილიფილმ წარმოების სპეციალისტი
  10. ლევან დვალიახალგაზრდული კინოფესტივალის "თაობა" დირექტორი
  11. თინათინ ყაჯრიშვილირეჟისორი

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი