"არ ვურიგდებით დიქტატორულ რეჟიმს" | ხვალინდელ აქციას არასამთავრობო სექტორიც უერთდება

გამოქვეყნდა:

ხვალ დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას უერთდება არასამთავრობო სექტორი. ერთობლივი განცხადება სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს: 

"ჩვენ არ ვურიგდებით იმ დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც დაამყარეს, ჩვენ არ ვურიგდებით იმ დაკავებებს, რომელთაც აქვთ ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ არ ვურიგდებით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, იმ დრაკონულ კანონებს, რომელსაც იღებენ" - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

15 თებერვალს,  უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს - მოქალაქეები ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, 18 საათზე  ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი