ზვიგენის ფორმის საბავშვო ქუდის გამო, მარიამ სიჭინავა ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს, ამჯერად ახალი რეგულაციის შესაბამისად - 5 000 ლარით. სიჭინავას გუშინ, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე ზვიგენის ფორმის საბავშვო ქუდი ეხურა, რომელიც სახეს სანახევროდ ფარავდა.

ცნობისთვის, სამხარეოსთან აქციის მონაწილეებმა გუშინ მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. მიიტანეს სკამები, დასხდნენ და პოლიციელებს უყურებდნენ, როგორც საცირკო სანახაობას.  

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი