
ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტებზე და აზრის გამოხატვის შეზღუდვის ფაქტები - მცხეთაში აქტივისტები ქალაქის მერიიდან ზეწოლაზე და აკრძალვებზე საუბრობენ. ნენე მარიამიძე მცხეთაში კორუფციულ ფაქტებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე რეგულარულად იღებს ვიდეოებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში, ფეისბუქ გვერდზე „განავითარე მცხეთა“ აქვეყნებდა, რის შემდეგაც გვერდის ადმინი დაუკავშირდა და მერიის მოქმედი თანამშრომლების დავალებით მსგავსი პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა, ამ უშედეგო მცდელობის შემდეგ მერიამ ზეწოლა უკვე სხვა ფორმით განაგრძო.