
უწყვეტი პროტესტის 79-ე დღე - პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.
თავდაპირველად ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, თუმცა მოქალაქეებმა გზის დაკავება მაინც შეძლეს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით წამოსული პატიმრების მხარდამჭერი მარში შეუერთდა.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის მიერ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება.