ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, დავით ფუთურიძეს ნიღბიანები საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ადასტურებს მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.
ფუთურიძეს 4 ტიტუშკა დახვდა, რომლებმაც მისი ცემის შემდეგ, ტერიტორია მერსედესის მარკის ავტომანქანით დატოვეს.
გამოვედი და ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა, იქით იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი. შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. ამ დაბალმა მომიქნია ხელი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი, ტელეფონი დამაგდებინა. დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა და უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი ალბათ მირტყამდნენ. არცერთი არ მეცნობოდა, მაგრამ რომ ვნახო ეხლა ვიცნობ. ტერიტორია მანქანით დატოვეს, მუქი ნაცრისფერი მერსედესით." უთხრა ფუთურიძემ "ტვ პირველს".
ახალგაზრდას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. მასთან სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ, შემდეგ კი პოლიცია. ფუთურიძეს სავარაუდოდ კლინიკაში გადაიყვანენ.