ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" მის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თემურ ქათამაძე გამოკველევებისთვის კლინიკა "ჰელსიკორშია" გადაყვანილი.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.