ივანიშვილის რეჟიმი მზია ამაღლობელს შეგნებულად და დემონსტრაციულად კლავს; თემურ ქათამაძესაც სიკვდილი აქვს მისჯილი, როგორც ჩანს | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"დღეს, ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, გასაგები მიზეზის გამო. მაგრამ მაინც უნდა მოვიცალო და დავწერო:
ივანიშვილის რეჟიმი მზია ამაღლობელს შეგნებულად და დემონსტრაციულად კლავს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწერა, დაგმო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, სისტემა ხაზგასმულად აიგნორებს ყველაფერს და ცინიკურად არც კი განიხილავს სინდისის პატიმრის არათუ გათავისუფლების, არამედ აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) საკითხის შეცვლის განცხადებას.
ps ახლა უკვე თემურ ქათამაძეც კლინიკაში გადაუყვანიათ. მასაც სიკვდილი აქვს მისჯილი, როგორც ჩანს."

წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი