უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე | დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია - "არა რუსულ დიქტატურას" იმართება

გამოქვეყნდა:

უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციით აღინიშნება. "არა რუსულ დიქტატურას" - ასე ქვია დღევანდელ შეკრებას, რომელიც ევროპის მოედანზე საღამოს 18 საათიდან დაიწყო.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მარშით გადაინაცვლებენ. მთავარი მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

სწორედ ოლიგარქის სასამართლოს მიერ, ციხეში გაშვებული სინდისის პატიმრებისთვის დაწერილი წერილებს, მოქალაქეები დღეს შეაგროვებენ. წერილები ციხეში გაიგზავნება.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი