თემურ ქათამაძე კლინიკიდან უკან, იზოლატორში დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" ინფორმაციით, თემურ ქათამაძე რომელიც დღეს, 15 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს, უკან, იზოლატორში დააბრუნეს. 

„გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა. ექიმების გადაწყვეტილებით არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას. კონკრეტულად რა გამოკვლევები ჩაუტარდა ან როგორია გამოკვლევების შედეგები, ორშაბათს გახდება ჩვენთვის ცნობილი. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვფლობთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძე 30 დღეა უკვე რაც შიმშილობს. ის თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი