რუსთაველზე რეჟიმის პატიმრების წერილებს კითხულობენ | მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება

გამოქვეყნდა:

ევროპის მოედნიდან დაწყებული საპროტესტო მსვლელობა - "არა რუსულ დიქტატურას", რუსთაველის გამზირზე დასრულდა. პარლამენტის წინ ტერიტორია გადაკეტილია. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს, ხალხმრავალი მარში და აქცია იმართება. საზოგადოება ხელახალ არჩევნებსა და "ოცნების" რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვს. სწორედ ამ რეჟიმის ტყვეების წერილებს კითხულობენ ამ წუთებში აქციაზე, რომლებიც მათ პატიმრობაში ყოფნის სხვადასხვა დროს გამოგზავნეს.

ახლა კი სინდისის პატიმრები მოქალაქეებისგან მიიღებენ წერილებს, რომლებიც დღეს  შეგროვდება და ციხეებში, ადრესატებთან გაიგზავნება.

ფოტოების ავტორი: ვანო გორგიშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი