უბედური შემთხვევა ბათუმში | "მთავარი არხის" ინფორმაციით, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა ბათუმში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, თხრილში წყალი იდგა, მოზარდებმა იქიდან ამოსვლა ვერ შეძლეს და ორივე მათგანი დაიხრჩო.

სხვა დეტალები უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი