სარფის საბაჟოზე 910 წყლის კუ აღმოაჩინეს, რომელიც საქართველოდან თურქეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ

გამოქვეყნდა:

სარფის საბაჟოზე თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოდან შემავალ ავტომობილში 910 წყლის კუ აღმოაჩინეს, რომლის შეყვანასაც ქვეყანაში უკანონოდ ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. კუები მებაჟე ოფიცრებმა ავტომობილის სკანირებისას აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, ამ რაოდენობის კუს საბაზრო ღირებულება 655 ათასი ლირაა (51 ათასი ლარი).

მომხდარზე გამოძიება ხოფას მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი