სანთლები, სათამაშოები და ყვავილები | ბათუმში აქციის მონაწილეებმა ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს, სათამაშოები და ყვავილები მიიტანეს და ამ გზით, 15 თებერვალს, ე.წ. ოცნების ქალაქში, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

"სამძიმარზეც კი არ უშვებენ ხალხს, რომ იქ ვინმემ რამე საყვედური არ თქვას და ხელისუფლება არ გააკრიტიკოს... სახელმწიფომ არ უნდა თქვას, რომ ეს შედცომა მოუვიდათ?... იმდენად ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი მომავალი, არაფერი აინტერესებთ... ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გადადგეს" - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები თხრილში ჩავარდნენ , რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი