"ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულმა დეკანოზმა, გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ "პოსტ ფაქტუმთან" მისი დაკავების დეტალებზე და იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელიც საგამოძიებო უწყებების მხრიდან მასზე ხორციელდებოდა.
"მიკროავტობუსში გამკოჭეს...
ჩემი დაკავება არ მომხდარა, მე გამიტაცეს აეროპორტიდან. [მიკროავტობუსში] ოთხმა ადამიანმა შემკრა, მანქანა დაიძრა ე.წ. სამთავრობო აეროპორტის მიმართულებით, მათ არაფერი არ უთქვამთ, მძღოლმა დამისვა ერთი და იგივე კითხვა თითქმის პროკურატურის კარებთან მისვლამდე: რა დაგიშავა პატრიარქმა, რატომ კლავდი. მე პირის აპარატზე ხელი მქონდა გამიკავეს რასაც ვახერხებდი ვამბობდი რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი
ამ ხნის განმავლობაში მანქანა ძალიან ნელა მოძრაობდა, მძღოლის გვერდით ვინც იჯდა ვიღაც ურეკავდა ტელეფონზე და ეს პასუხობდა, ყველაფერი რიგზეა, ძალიან მშვიდად არის, ჩემზე ეუბნებოდა. მე მშვიდად ვიყავი, სანერვიულო რა მქონდა, ვხვდებოდი რომ რაღაც შეცდომა იყო და მეგონა, რომ მოგვარდებოდა
ცოტა მიჭირს [ამის გახსენება]
მივედით პროკურატურასთან ჩვენს წინ შევიდა ავტომობილი ჯიპი იყო ერთდროულად გავჩერდით, რომ გადმომიყვანეს ამ მანქანიდან გზაში დაურეკეს ამ ბიჭებს და უთხრეს რომ დაადეთ ხელბორკილები, დამადეს ხელბორკილები წინ, შემდგომ ისევ იყო ზარი, განკარგულება იყო რომ მოეხსნათ და დაედოთ უკან. მანქანიდან რომ ჩამომიყვანეს ამ ჯიპიდანაც ჩამოვიდა ადამიანი არ ვიცოდი იმ მომენტში ვინ იყო ის. რომ გადმოვიდა პირველი რაც მითხრა, ხვდები რატომ დაგიჭირეთო, ვერა. მეუბნება იცი ვინ არის ირაკლი მამალაძე და ჩემს გარემოცვაში იყო ორი ირაკლი მამალაძე... ვერ დავაკავშირე ვერანაირად.
ეს პიროვნება მთელი ამ 10 თებერვლის განმავლობაში ჩემზე ახდენდა ზეწოლას, რომ მეღიარებინა. მითხრეს, ხელი მოაწერე, დანარჩენზე არაფერზე იდარდო და საერთოდ ვერავინ გაიგებდა რომ მე ვიყავი დაკავებული.
ეს ადამიანი საბოლოოდ დღეს გახლავთ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე მამუკა ვასაძე, რომელიც მაშინ იყო გენ პროკურორის პირველი მოადგილე." - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.